• Ƀ/$

ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ენერგეტიკული პროექტები განიხილა

15 აპრილი 18:26 | ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის-ის ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა შეხვედრაზე EBRD-ის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და სამომავლო პროექტები მიმოიხილეს. 

განხილულ პროექტებს შორის მოხვდა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა.


განსაკუთრებით აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.


საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს. ყურადღება გამახვილდა საპენსიო რეფორმის მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე.


„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის. ამ დრომდე, ჩვენ საქართველოში უკვე განვახორციელეთ €3.3 მლრდ-ის ოდენობის ინვესტირება და იმედი გვაქვს, მომავალ წლებში გავაკეთებთ ბევრად უფრო მეტს“ - განაცხადა ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.


შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.


მსგავს თემაზე:

EBRD საქართველოში ინვესტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს



სხვა სიახლეები