• Ƀ/$

კასპიის ზღვის ბედს ნურ–სულთანში განიხილავენ

16 აპრილი 11:44 | ეკონომიკა

კასპიის ზღვის საკითხები მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ–სულთანში (ყოფილი ასტანა) მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგარეო სამქმეთა სამინისტროს პრეს–ცენტრი ავრცელებს.


უწყების ცნობით, მთავარი თემა კასპიის ზღვაზე პირდაპირი საწყისი ხაზების დადგენაა. ასევე განიხილება აქტაუში 2018 წლის 12 აგვისტოს კასპიის მეხუთე სამიტზე ზღვისპირა 5 სახელმწიფოს პირველი პირების მიერ მიღებული კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები.


ღონისძიებაში ირანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მონაწილეობენ.


სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრა ბაქოში 19–20 თებერვალს გაიმართა.


მსგავს თემაზე:

კასპიის გაყოფა – კრემლის სტრატეგიული გამარჯვება


კასპიის ბუნდოვანი კონვენციის ფონზე ბაქო ამტკიცებს, რომ ფსკერზე გაზსადენს გაიყვანს


კრემლი კასპიის ფსკერზე მილსადენის გაყვანის პირობას ასახელებს


შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა



სხვა სიახლეები