• Ƀ/$

დუმამ რუსეთის ინტერნეტიზოლირების კანონი მიიღო

16 აპრილი 15:00 | ტექნოლოგიები

რუსეთის დუმამ საბოლოო, მესამე მოსმ ენიც 16 აპრილს მიიღო „კანონი ავტონომიური რუნეტის შესახებ. კანონი რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გათიშვას და ავტონომიურ ქსელზე გადართვას არეგულირებს.

კერძოდ, სენატორების ანდრეი კლიშასისა და ლუდმილა ბოკოვას მიერ მომწადებული დოკუმენტი მოწოდებულია დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის რუსეთში ინტერნეტის დამოუკიდებელ, იზოლირებულ რეჟიმზე გადასაყვანად კიბერთავდასხმებისა და „უცხოეთიდან სხვა აგრესიული ქმედებების შემთხვევებში“.


კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი“ აშშ–ის მიერ ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის აგრესიული ხასიათის შესაბამისადაა მიღებული, რომელიც ვაშინგტონმა 2018 წლის სექტემბერში დაამტკიცა“.


კანონი რუნეტის იზოლაციის შესახებ


დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურის შექმნის გარდა რუნეტის იზოლირების კანონი ტრაფიკის მარშრუტიზაციასაც განსაზღვრავს. დოკუმენტი რუს მომხმარებლებს რეკომენდაციას აძლევს, მინიმუმამდე შეამცირონ უცხოეთში მონაცემების გადაგზავნა. კანონის თანახმად, კავშირისა და ტრაფიკის გაცვლის ტრანსსასაზღვრო ხაზები შეიქმნება. რუნეტის იზოლირებულად გამართული მუშაობის პასუხისმგებლობა „როსკომნადზორს“ დაეკისრა.


რუსეთში აღნიშნული კანონისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. დოკუმენტის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ის ინტერნეტის ტოტალური ცენზურის პირობებს ქმნის. ინტერნეტის რუსული სეგმენტის იზოლაცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებზე გააპროტესტეს.


რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ მიღებულ კანონს რუსეთის ფედერაციის საბჭო 22 აპრილს განიხილავს.


ინტერნეტის რუსული სეგმენტის იზოლაციის კანონი, გეგმის თანახმად, 1–ელ ნოემბერს შევა ძალაში. კანონის ცალკეული მუხლები, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის გაშიფვრა დაცვის სამამულო წარმოების მოწყობილობებით და ოპერატორების ვალდებულება, დომენების მხოლოდ ეროვნული ზონით ისარგებლონ, 2021 წლის 1–ლი იანვრიდან ამოქმედდება.


მსგავს თემაზე:

რუსეთი „ალტერნატიულ“ ინტერნეტს შექმნის


„მაცივრიდანაც მოგისმენენ“ – რუსეთის სპეცსამსახურები საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე წვდომას ინტერნეტით შეძლებენ



სხვა სიახლეები