• Ƀ/$

იაპონურმა კაფემ პარალიზებული ადამიანების დასაქმების უნიკალურ ტექნოლოგიას მიაგნო

24 აპრილი 17:49 | ტექნოლოგიები

ტოკიოში ორი კვირის წინ ახალი კაფე  Dawn Ver Beta გაიხსნა, რომელიც მიმტანებად მხოლოდ პარალიზებულ ადამიანებს, კომპანია Orly Lab-ის რობოტებით, დაასაქმებს.

პარალიზებულ ადამიანებს რობოტების მართვა, სპეციალურად შექმნილი სისტემის წაყლობით, თვალის მოძრაობით შეეძლებათ. დასაქმებულები ჰუმანოიდების როგორც გადაადგილების მართვას, ისე მომხმარებელთან ლაპარაკსაც შეძლებენ. იდეის ავტორი Ory Lab-ის აღმასრულებელი დირექტორი, იაპონელი კენტარო იოშიფუჯია.


„მინოდა შემექმნა სამყარო პარალიზებული ადამიანებისთვის, სადაც ისინი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებდნენ“, - აცხადებს იდეის ავტორი.


კაფე ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს, რადგან მისი მფლობელები ფინანსების მოძიების ეტაპზე არიან. მათი ვარაუდით, სრული დატვირთვით საქმიანობას 2020 წლიდან დაიწყებენ.


მომსახურების სფეროში რობოტი მიმტანების გამოყენება ტექნოლოგიების სფეროში სიახლე არ არის. ცნობილია, რომ მას უკვე იყენებს ნეპალში მდებარე კაფეში Naulo, სადაც 3 ჰუმანოიდი რობოტი უკვე მუშაობს.


სხვა სიახლეები