• Ƀ/$

ბათუმში კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

1 მაისი 12:12 | კომპანიები

ბათუმს კიდევ ერთი ხუთვარკსვლავიანი სასტუმრო Best Western Premier შეემატა. ახალი სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან ერთად გახსნა.

ახალი სასტუმრო ამერიკული საერთაშორისო Best Western Hotels & Resorts-ის ფრენჩაიზია. სასტუმროში 14 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 104 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი ტერასით და ლაუნჯ-ბარი, ასევე 2–სართულიანი სპა ცენტრი. საქმიანი ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის სასტუმრო აღჭურვილია 2 საკონფერენციო დარბაზით და ბიზნეს-ცენტრით. ამ ეტაპზე სასტუმროში 50 ადამიანია დასაქმებული.


Best Western Hotels & Resorts მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სასტუმრო ქსელიa. კომპანიის 72–წლიანი არსებობის განმავლობაში ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროს ითვლის.


სასტუმრო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროსთან ფეხით სავალ მანძილზეა, ფრანგულ მუსიკალურ შადრევნებთან, აკვა-პარკთან და იუსტიციის სახლთან, იდეალურია როგორც დასვენების კუთხით, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.


სასტუმრო Best Western Premier-ის  გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა და ბათუმელებმა მიიღეს.


სხვა სიახლეები