• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ისესხა

7 მაისი 14:05 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 7 მაისს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  113 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური 6.610პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.580 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები