• Ƀ/$

ბიტკოინის ფასი $6000-ს მიუახლოვდა

7 მაისი 14:32 | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინი გამყარებას განაგრძობს. 4.7%-იანი გამყარების შემდეგ მისი ღირებულება $6000-ს მიუხლოვდა, რაც ბოლო 7 თვის რეკორდია.

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინი 13%-ით გამყარდა. 3 მაისს, მისმა კაპიტალიზაციამ გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად $100 მლრდ-ს გადააჭარბა და ამჟამად $105 მლრდ-ს შეადგენს.


12%-ით $180-მდე გამყარდა ეთერიუმის ღირებულება, რიპლის ფასი უცვლელია და 30 ცენტს შეადგენს. 20%-იანი გამყარების შემდეგ ბიტკოინ ქეშის ფასი $300-მდე გაიზარდა. 


2017 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წელი იყო. $17 მლრდ-იანი კრიპტობაზარი 4800%-ით $830 მლრდ-მდე გაიზარდა, საკუთრივ ბიტკოინის ფასი 1900%-ით $1000-დან $20 000-მდე. სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ექსპერტები 2019 წელს ბაზრის გამოცოცხლებას და ფასების ხელახალ ზრდას ელიან, თუმცა იქნება თუ არა ეს 2017 წლის მასშტაბების ჯერ უცნობია.


სხვა სიახლეები