• Ƀ/$

სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება

10 მაისი 12:51 | ეკონომიკა

„SOCAR Turkey Energy”-ს განცხადებით, აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“, სტამბოლის ახალი აეროპორტისთვის, ავია საწვავის მიწოდება დაიწყო.

„თურქეთის ტერიტორიაზე არსებული აზერბაიჯანული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „STAR”-ი იანვრიდან თურქულ ნავთობქიმიურ კომპლექსს „Petkim”-ს უკვე აწვდის ნავთობს. ახლა, როდესაც ყველა დანადგარი სათანადოდ ჩაშვებულია ექსპლოატაციაში და წარმოება ფართოვდება, შესაძლებელია ავია საწვავის მიწოდება სტამბოლის ახალი აეროპორტისთვის. წლევანდელ წელს, ქარხანა გადაამუშავებს 8 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს და მას აქვს საშუალება აწარმოოს სხვადასხვა სახის ნედლი ნავთობი“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია „სოკარმა“, სტამბოლის ახალი აეროპორტისთვის ავია საწვავის მიწოდების სფეროში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია ტენდერში „SOCAR Aviation”-ის მარკის ქვეშ მონაწილეობდა.


მსგავს თემაზე:

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით აზერბაიჯანი მოამარაგებს


4 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.45 მლნ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები