• Ƀ/$

ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება

14 მაისი 10:28 | ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა, ადგილობრივ მცხოვრებთ შეხვდა და მათ სოფლის გაზიფიცირების შესახებ ესაუბრა.

გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში,290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება დაშემოდგომაზე დასრულდება.

ნათია თურნავას განცხადებით, 2019-2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირებისგეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა დადაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს. მათ შორის იქნება სოფელი ძველიხიბულაც, რაც ჩვენ გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი.

მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისას დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროსწარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ „ქართუსთან,“ რომელიც სოფელში ძალიანმასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. „ქართუს“ თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს, რომ ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რამდენიმეთვეში ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი.

„შარშან გაზიფიცირების სამწლიან გეგმაზე მუშაობისას, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ გაზიფიცირება ყველა იმდასახლებულ პუნქტში განხორციელდებოდა, სადაც ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ლიდერი სახელმწიფოა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას ასევე ესაუბრა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიმდინარე მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე, რომლით სარგებლობაც თითოეულ მათგანს შეუძლია.


მსგავს თემაზე:

შიდა ქართლის 15 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს


იმერეთის გაზიფიცირება 2020 წელს დასრულდება


მაღალმთიან აჭარაში დამატებით 15 200 აბონენტი გაზიფიცირდება



სხვა სიახლეები