• Ƀ/$

ფულადი გზავნილების მოცულობა 10%-ით გაიზარდა

15 მაისი 14:23 | ფინანსები

საქართველოში შემოსულიმ ფულადი გზავნულების მოცულობა აპრილში გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით $137.1 მლნ-მდე (369.4 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აპრილში $1 მლნ-ზე მეტი სულ 17 ქვეყნიდან გადმოირიცხა, $10 მლნ-ზე მეტი კი 5 ქვეყნიდან: რუსეთი, აშშ, იტალია, საბერძნეთი, ისრაელი.


ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა 35.4%-დან 38.8%-მდე გაიზარდა. რუსეთის კი პირიქით 28-დან 25 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი ჯერ კიდევ 5 წლის წინ 50%-ს 12 წლის წინ კი 65%-საც აღემატებოდა.


აპრილში მცირედით $0.6 მლნ-ით $19.1 მლნ-მდე გაიზარდა საქართველოდან გადარიცხულმა თანხების მოცულობამაც.


მსგავს თემაზე:

ინფლაციის განაკვეთმა აპრილში 0.2 % შეადგინა


ექსპორტი 17,9%–ით გაიზარდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი