• Ƀ/$

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16 მაისი 11:29 | ეკონომიკა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის, ცალკეული დაზიანებული მონაკვეთებზე (კმ94-კმ123) აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო გზა მთაგორიან მონაკვეთზე, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.


დაზიანებული გზის აღსადგენად და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ გათვალისწინებულია, ქუთაისი(ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის გზის 94-ე კმ-ზე გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს გაბიონის კედლების მოწყობა; 98-ე კმ-ზე რკინა-ბეტონის მილის რეაბილიტაცია; 106-ე კმ-ზე ქვედა საყრდენი კედლის, რკინა-ბეტონის მილის და ღარების მოწყობა; 123-ე კმ-ზე მოეწყობა ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კედელი. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთებზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი.


სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 570 326 ლარია. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.


მსგავს თემაზე:

ქუთაისში 90 000 აბონენტს წყალმომარაგების ხარისხი გაუუმჯობესდება


ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთი ოთხზოლიანი გახდება



სხვა სიახლეები