• Ƀ/$

საქართველოში შესაძლოა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა დაიწყოს ოპერირება

16 მაისი 12:24 | ეკონომიკა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


მისი თქმით, საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.


„პრემიერ-მინისტრის დავალებით, „რაინეართან“ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი Ruanair 1985 წელს დაარსდა, 2018 წლს მისმა შემოსავლებმა €7.1 მლრდ-ს, წმინდა მოგებამ კიმ €1.6 მლრდ-ს მიაღწია. კომპანია 13 000 ადამიანს ასაქმებს.


მსგავს თემაზე:

სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით აზერბაიჯანი მოამარაგებს


მესტიის აეროპორტის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა


საქართველოში შესაძლოა დაბალბიუჯეტიანმა ყაზახურმა ავიაკომპანიმ დაიწყოს ოპერირება


4 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.45 მლნ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები