• Ƀ/$

კრისტინ ლაგარდი - შესაშურია საქართველოს ძალისხმევა, ბევრი რეფორმა განხორციელდა და ბევრი უწყება დაიხვეწა

20 მაისი 15:54 | ეკონომიკა

საერაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირქტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს.

"ფინანსთა მინისტრობის დროსაც, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა, იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, უმშვენიერესი ქვეყნისინტერესებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში", - ამ სიტყვებით  მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობასთან არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ გაუმჯობესდა.


ჩემთვის ეს ვიზიტი მრავლისმთქმელია. ძალიან მახარებს საქართველოში პირველად ყოფნა. მისი სილამაზე,მისი ხალხი, რესურსები თვალწარმტაცია. მე საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართული ღვინოც დავაგემოვნედა ნამდვილად ვხედავ, რამხელა ხარისხი და კრეატიულობაა ამ ყველაფერში, შენობებსა და არქიტექტურაში.ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილია, რა თქმა უნდა - სოფლის მეურნეობის პროდუქციაც. ფრანგი ვარ და კიდევრას ვიტყოდი ღვინოზე და კულინარიაზე მეტს. ჩემი მიზანი ამ ვიზიტის ფარგლებში არის ის პროგრამა,რომელიც საქართველოს მთავრობამ ქართველებისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის შეიმუშავა. ჩვენგვაქვს დიდი პატივი, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ვართ მთავრობის  პარტნიორები და ქვეყანას ვეხმარებითიმ მიზნების მიღწევაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს უკეთეს მაჩვენებლებზე გაიყვანს.ეს მუშაობა, რაც საქართველოში ტარდება სხვებისთვის შესაშურია. ჩვენ ერთად შევეცდებით დეფიციტისშემცირებას და თქვენს გუნდთან ერთად, ჩვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევაზეც გაამახვილა ყურადღება.


„ბევრი რეფორმა განხორციელდა საქართველოში და ბევრი რამ გაუმჯობესდა, ბევრი მაჩვენებელი არისგაზრდილი და ბევრი რამ არის აღიარებული, ბევრი უწყება დახვეწილია. მაგრამ, ჩვენი პარტნიორობა,სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში პრიორიტეტების მიხედვით ყოველდღიური ურთიერთობა,ყველაფერი, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ, გათვლილია წარმატებასა და მაკროეკონომიკური მდგომარეობისგაუმჯობესებაზე. შეიძლება, ეს ტერმინები ბევრისთვის დამაბნეველი იყოს, მაგრამ მაკროეკონომიკა არის ისსტიმული, რაც საქართველოში მეტ ინვესტორს ჩამოიყვანს. ის არის სტაბილურობის გარანტი. ეს ეკონომიკურიზრდის განმაპირობებელი და სამუშაო ადგილების შემქმნელი დარგები არის ის, რასაც განვითარებისგან ხალხიელის“, - აღნიშნა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა.


კრისტინ ლაგარდი სავალუტო ფონდის დირექტორად პირველად 2011 წელს, მეორე ვადით კი 2016 წელს აირჩიეს.


საქართველო სსფ-ის წევრი 1992 წელს გახდა. ფონდის ძირითადი მიზანი ფინანსური სტაბილურობა და სიღარიბის შემცირებაა. 2017 წელს სსფ-ის მხარდაჭერით 3–წლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში $285 მლნ-ით ფინანსდება.


მსგავს თემაზე:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი საქართველოს ეწვევა


სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კრისტინ ლაგარდი სტუდენტებს ხვდება



სხვა სიახლეები