• Ƀ/$

დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები 14 მისამართზე დასრულდა

23 მაისი 12:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 14 მისამართზე განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთ მისამართზე ამორტიზებული წყალარინებისა და წყლის ქსელის რეაბილიტაცია მოახდინა.
დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსსა და ქურდიანის ქუჩის N7-ში კი დაზიანებული კიბეები აღდგა. ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსისა და სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსის სადარბაზოებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. საცხოვრებელი შენობის ქანობიანი სახურავები შეიცვალა გორის ქუჩის N31-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 22-ე კორპუსში. აკაკი წერეთლის გამზირის კორპუსი N13-ის, აბასთუმნის ქუჩის N8-სა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ მისამართებზე ასევე, შეიცვალა
დაზიანებული ლიფტები. აღნიშნული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 258 058 ლარი გამოიყო.
ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 25 ობიექტზე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება.


მსგავს თემაზე:

ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან


თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 300-მდე ოჯახს ბინები გადაეცემათ



სხვა სიახლეები