სოფლის მეურნეობა
ყველი
„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
ხალხი ქუჩაში
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 1.1%-ით შემცირდა

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2პროცენტს.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.ამასთან, წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

საზოგადოება 1714116194

ბიო პროდუქცია
ბიო სასათბურე მეურნეობას ქვეყანაში ხელშეწყობა არ აქვს -„ბოსტანის“ დამფუძნებელი

საქართველოში პირველი ბიო სასათბურე მეურნეობა „ბოსტანი“ პანდემიის დროს, 2020 წელს შეიქმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ბიო მეურნეობა „ბოსტანის“ დამფუძნებელი, ბექა ბარჯაძე ამბობს, მეურნეობის მოწყობის ინვესტიციამ მილიონამდე ლარი შეადგინა, მაგრამ ჯერ მოგებაზე ლაპარაკი არ არის, რადგან ქვეყანაში დარგის - ბიომეურნეობის მიმართ არც ინტერესი და არც მხარდაჭერა არ არის, ამ 4 წლის განმავლობაში, არანაირი დახმარება და გრანტი არ მიუღიათ. „კომერსანტი“ ბექა ბარჯაძეს ბიომეურნეობა „ბოსტანის“ შექმნის, ინვესტიციის, გამოწვევების, პროდუქციისა და გეგმების შესახებ ესაუბრა. როდის შეიქმნა „ბოსტანი“ და როგორ ვითარდებოდა თქვენი ბიომეურნეობა?ბექა ბარჯაძე, ბიომეურნეობა „ბოსტანის“ დამფუძნებელი: „ბოსტნის“ იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ოჯახისთვის მინდოდა ჯანსაღი პროდუქტი მეწარმოებინა. შემდეგ უკვე იმხელა ფინანსები დასჭირდა ამ საქმეს, ბიზნესად ვაქციე. სათბურების მშენებლობა ქვემო ფონიჭალაში პანდემიის დროს, 2020 წლიდან დავიწყე და იმ ბოსტნეულის მოყვანა დავიწყეთ, რაც ბავშვის რაციონში მნიშვნელოვანია.პარალელურად დავიწყე ბიო სერტიფიცირების პროცესი, რაც საქართველოში იშვიათად ხდება. ყველა იძახის „ბიო ვარ“, „ბიო ვარო“, მაგრამ თუ სერტიფიცირება არ გაქვს გავლილი,  ბიოპროდუქტი არ გაქვს იმიტომ, რომ სათესლე მასალაც არ იყიდება აქ ბიო, შვეიცარიიდან ჩამოგვაქვს. 2021 წელს უკვე გარდამავალი სერტიფიკატი მოგვანიჭეს, 2023 წლის პირველი იანვრიდან კავკასსერტის სერტიფიკატი მივიღეთ. ჩვენი სერტიფიკატი გადის ევროპაშიც და ამერიკაშიც, უბრალოდ არ გვაქვს ჯერ იმხელა წარმოება, რომ ექსპორტზე ვიფიქროთ.შარშან დავიმატეთ ახალი პროდუქტები - ქათმის ხორცი და კვერცხი. გვაქვს ქათმის მეურნეობა, სადაც ქათამი ბუნებრივ პირობებში, ბუნებრივი საკვებით იზრდება და პროდუქტიც რადიკალურად განსხვავებულია მაღაზიაში ნაყიდი ქათმისგან. ამ ხნის განმავლობაში რაიმე გრანტი ხომ არ მიგიღიათ? რამდენი იყო მეურნეობის შექმნის ინვესტიცია?ვერც ერთი გრანტი ვერ მოგვერგო იმიტომ, რომ ჩვენი მეურნეობა თბილისშია და არც ერთი გრანტი აქ არ გაიცემა. ამიტომ ყველაფერი ჩვენი სახსრებით და შრომით შევქმენით. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. სათბურების ფართი 1300 კვადრატია. ჩვენი მეურნეობა პირველი ბიო სასათბურე მეურნეობაა საქართველოში. ეს ისეთი დარგია, რომელსაც განვითარება სჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ხელშეწყობა არ გვაქვს.რომელი ბოსტნეული მოგყავთ?ის ბოსტნეული მოგვყავს, რომელიც სასარგებლოა ბავშვებისთვის: სტაფილო, ბროკოლი, ყაბაყი, ჭარხალი, ფერადი პომიდორი, ჩერი, კიტრი და ა.შ. წელს სათესლე მასალის ჩამოტანა გვიჭიანურდება. ბაზარზე რა სათესლე მასალაც იყიდება, არც ერთი არ არის ბიო. ამიტომ შეიძლება ცოტა დაგვიგვიანდეს პროდუქციის მოყვანა. სად ყიდით თქვენს ბიოპროდუქტს?გვაქვს ჩვენი ფეისბუქ გვერდი - „ბოსტანი“ და პროდუქციას ონლაინ ვყიდით. ჩაბარება დავიწყეთ მაღაზიებში, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ყველა მაღაზიას თავისი იდეა აქვს და ვერ ავეწყვეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ზოგან „ბოსტანის“ სახელით ყიდდნენ იმ ბოსტნეულს, რომელიც ჩვენი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არც ერთ მაღაზიაში არ შეგვეტანა პროდუქცია. ჩვენი სტაბილური მომხმარებელი გვყავს, რომლებიც თვეში 3-4-ჯერ აკეთებენ შეკვეთას.რეალობაში ბიო ბოსტნეული ძალიან რთული მოსაყვანია. ჩვეულებრივი ბოსტნეული თუ მოდის 100%, ბიო ბოსტნეულის შემთხვევაში მოსავლიანობა 50-60%-ია. რისკებიც მეტი აქვს. მავნებელი მწერი თუ გაჩნდა, შეიძლება ბოსტნეულის 30-40% დაზიანდეს იმიტომ, რომ ქიმიას ვერ ვიყენებთ და ბუნებრივი საშუალებებით ვებრძვით მავნებლებს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სათბური მთლიანად გაუქმებულა.ამ ეტაპზე რა არის მთავარი გამოწვევა?მთავარი გამოწვევა ის არის, რომ პროდუქციის პოპულარიზაცია არ ხდება. ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რა არის ბიო პროდუქცია. ფასს რომ იგებენ, ვერ ხვდებიან, რატომ უნდა გადაიხადონ კილო ბიო სტაფილოში 8 ლარი. სეგმენტი უკვე გაგვიჩნდა, ჩვენი ბაზა გვაქვს, მომხმარებლები სისტემატურად გვიკვეთავენ ბოსტნეულს, მაგრამ არის ერთ პრობლემა. მე სერტიფიცირების პროცესისთვის 3 წელი დამჭირდა, მაგრამ ჩემთან ერთად შეიძლება სხვა ვიღაცამ თქვას, რომ არის ბიო, მაგრამ რეალურად არ იყოს ბიო. ამიტომ მომხმარებლების მხრიდან ნდობა არ არის.ბიო პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია?ეტაპობრივად გვეზრდება მომხმარებლების რაოდენობა, მაგრამ დახმარებაც რომ იყოს, თუნდაც პოპულარიზაციის კუთხით, საკმაოდ წაგვადგებოდა.არ გქონიათ მცდელობა, რომ მიგემართათ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციისთვის, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის?რომც მიგვემართა, არანაირი აზრი არ ექნებოდა იმიტომ, რომ აქცენტი სხვა რამეზე აქვთ.მაგრამ დარგს მხარდაჭერა ხომ სჭირდება? მეურნეობა რომ დავიწყე, პირველივე წელს დავეჯახეთ ძალიან დიდ პრობლემას. გათბობა გაზზეა სათბურში, არ შეიძლება ქვანახშირის ან მეორადი ზეთის გამოყენება. თავიდან გვითხრეს, რომ მეურნეობაში სამომხმარებლო ტარიფი გვექნებოდა. გათბობის სისტემა გავმართეთ, რაც ძალიან დიდი თანხა დაჯდა. პირველი მოსავალი რომ დავთესეთ, წლის ბოლოს კომერციული ტარიფი მოვიდა, რამაც იმხელა ფინანსური დარტყმა მოგვაყენა, ძალიან დავზარალდით. დარგის - სასათბურე მეურნეობის იდეა იყო, რომ ზამთარში გვეწარმოებინა ბავშვებისთვის ის ბოსტნეული, რომელიც ზაფხულში მოდის, მაგრამ იმდენად ძვირია გაზი და იმდენად დიდია ხარჯი, აღარ გვიღირდა ზამთარში ბოსტნეულის მოყვანა. ქართველი მომხმარებელი არ არის იმისთვის მზად, რომ ყაბაყში 25 და 30 ლარი გადაიხადოს. ევროპაში სახელმწიფო ამ დარგს 100%-ით აფინანსებს. საქართველოში კი არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. თუ კი ვინმე უცხოელი ჩამოდის მეურნეობის განხრით, ყველა ჩვენი ბოსტნის სანახავად მოდის, სავიზიტო ბარათივით ვართ. თავიდან ეს საქმე რომ დავიწყე, მეუბნებოდნენ „გიჟი ხარო“. გაამართლა, მაგრამ მხარდაჭერა გვჭირდება. ახლა მთავარი გამოწვევა ის რის, რომ მოსავლის დაზიანება შევამციროთ.დიდი ინვესტიცია ახსენეთ. არის თქვენი ბიზნესი მომგებიანი?ჯერ მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია.ყველაზე მოთხოვნადი რომელი ბოსტნეულია?ამ ეტაპზე აქცენტი გადავიტანეთ ქათმის ხორცზე და კვერცხზე. ძალიან მოთხოვნადია ეს პროდუქტები. 2022 წლის პირველ დეკემბერს დავიწყეთ ქათმის გაყიდვა. რომ დავაკვირდით, ბავშვის რაციონში ქათმის ხორცი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ამიტომ ბოსტნეულს ქათამიც და კვერცხიც დავამატეთ. ესენიც ონლაინ იყიდება და იმავე საღამოს 8-დან 12 საათამდე მიეწოდება მომხმარებელს. სურსათის უვნებლობის სააგენტოში ვართ დარეგისტრირებული როგორც მცირე ფერმა და 300 ფრთის ყოლის უფლება გვაქვს და ყოველთვიურად დაახლოებით 300 ფრთა ქათამს  ვაწარმოებთ. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ახალი ბოსტნეულის ან პროდუქტის დამატებას ხომ არ გეგმავთ?სუპერმარკეტების ქსელებთან თანამშრომლობას არ ვგეგმავთ. მათ დაბალბიუჯეტიანი პროდუქტი აქვთ და ჩვენი პროდუქტი ძვირი გამოდის. საკუთარი მაღაზიის გახსნას განვიხილავთ, მაგრამ ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება და ამ ეტაპზე გვირჩევნია, ისევ ონლაინ მომხმარებლების რაოდენობა გავზარდოთ და მერე ვიფიქროთ მაღაზიის გახსნაზე. 

სხვადასხვა 1714115858

მატარებლები
ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე მშენებლობა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის საქართველოს ნაწილზე სამშენებლო სამუშაოების 95% დასრულდა.ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სამირ მამედოვმა ბაქოში აზერბაიჯანულ-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.„რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა.პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

ეკონომიკა 1714115143

„უნიკი“
„უნიკის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია" - მაგდა ზაქარიაშვილი

ბავშვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი „უნიკი“ პანდემიის დროს კასპის რაიონის სოფელ ჭალაში შეიქმნა. როგორია ბრენდის განვითარების ისტორია, სად შეიძლება მისი შეძენა და როგორია მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება, თემაზე „კომერსანტთან“ ბრენდის დამფუძნებელმა  მაგდა ზაქარიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრენდის შექმნა საკუთარი შვილის გამო გადაწყვიტა, რომლისთვისაც კომფორტული ტანსაცმლის შექმნა სურდა.„თავიდან ტანსაცმელს სამკერვალოში ვკერავდი, შემდეგ USAID-ის გრანტი ავიღე და ადგილობრივი ქალები დავასაქმე. შემდეგ მეორე გრანტი ავიღე, რამაც საშუალება მომცა, რომ  თანამშრომლები დამემატებინა და წარმოება გაეფართოებინა.რაც შეეხება დიზაინს, ჩემი იდეებია, ვკერავ ისეთ ტანსაცმელს, რომლებიც ყოველდღიურადაც და გამოსასვლელადაც გამოიყენება. ვცდილობ, რომ ტანსაცმელი კომფორტული  და ყველგან გამოსაყენებელი იყოს“. -  აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა.ტანსაცმლის ფასი 60 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს, ხოლო ფეხსაცმლის ღირებულება 130 ლარია.„ჩვენი ტანსაცმელი ჯერჯერობით 7 წლის ჩათვლით ბავშვებზეა გათვლილი, თუმცა შეკვეთის შემთხვევაში 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც ვკერავთ, დიდი ფინანსების გარეშე დაწყებული ბიზნესის განვითარება რთულია.სექტემბრისთვის გვქონდა კოლექცია 10 წლამდე ბავშვის ტანსაცმლის ჩათვლით, რომელიც ძალიან კარგად გაიყიდა, ვგეგმავთ რომ მუდმივ კოლექციაშიც შევიტანოთ, შეკვეთის  შემთხვევაში, ტანსაცმლის მიწოდება 2-3 დღე  სჭირდება“, - აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა.რაც შეეხება გაყიდვებს  მაგდა  ზაქარიაშვილი აღნიშნავს, რომ  გაყიდვების ძირითადი წილი ონლაინ მოდის, თუმცა „უნიკს“ თბილისში კონცეპტუალურ მაღაზიაში აქვს საკუთარი სტენდი და ასევე გორში - „გორი მოლშიც“ არის  წარმოდგენილი.„დაინტერესება თავიდანვე საკმაოდ მაღალი იყო და  ასეც გრძელდება, ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესად ვიმუშავებთ თუ გავფართოვდებით და მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალებას მივცემთ. ამ ეტაპზე გოგოების ტანსაცმელი უფრო მოთხოვნადია, შესაბამისად გოგოების ტანსაცმელს უფრო მეტი რაოდენობით ვკერავთ და ბიჭები გვეჩაგრება. მოთხოვნიდან  გამომდინარე პრიორიტეტების  დალაგება გვიწევს, თუმცა მოთხოვნა მიწოდებას ყოველთვის აჭარბებს. სამომავლოდ გვინდა, რომ ბათუმშიც გავაკეთოთ მაღაზია, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა“, - აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმარაც შეეხება დასაქმებას, მაგდა ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ძირითადად ადგილობრივები ჰყავს დასაქმებული და  მასთან თბილისისგან განსხვავებით თანამშრომლების გადინების პრობლემა არ არის.„სოფელში ზოგადად კადრების პოვნა რთულია, ახალგაზრდებისგან სოფელი თითქმის  სრულად დაცლილია, ვინც დავასაქმეთ სტაბილურად გვყავს, ზოგმა იცოდა კერვა, ზოგმა ადგილზე ისწავლა. რაც შეეხება ინვესტიციას ორივე გრანტის ინვესტიციამ ჯამში 50 000 ლარი შეადგინა, ასევე ჩავდე ჩემი პირადი სახსრებიც“, - აღნიშნა მაგდა  ზაქარიაშვილმა.რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაგდა ზაქარიაშვილს სურს, რომ სამომავლოდ საკუთარი საწარმო გააკეთოს, რადგან ის სივრცე, სადაც ამჟამად ტანსაცმელს კერავს, იჯარით აქვს აღებული.რაც შეეხება ნედლეულს ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ნედლეული იმპორტირებულია და პროდუქციის ნედლეულის 99% ნატურალურია, ხელოვნურ მასალას მხოლოდ გასაფორმებლად მოიხმარს.

ბიზნესი 1714114609

გუსტავ კლიმტის ნახატი
გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, აუქციონზე €30 მილიონად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული ნახატი, ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ვენაში The Im Kinsky-ს აუქციონზე €30 მილიონად გაიყიდა.ავსტრიელმა მოდერნისტმა მხატვარმა “ქალბატონი ლიეზერის პორტრეტზე” მუშაობა 1917 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო და ის კლიმტის ერთ-ერთ ბოლო შემოქმედებად ითვლება.აუქციონზე პორტრეტის საწყისი ფასი €28 მილიონი იყო, სავარაუდო ღირებულება კი 30-დან 50-მილიონ ევრომდე განისაზღვრებოდა. კლიმტის ნახატი აუქციონის ჰონკონგელმა მონაწილემ შეიძინა, თუმცა ის იდენტიფიცირებული არ არის.აუქციონზე ნახატი მისმა ავსტრიელმა მფლობელებმა გამოიტანეს. მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოჯახი ადოლფ და ჰენრიეტა ლეიზერების პირდაპირი შთამომავლები არიან - ერთ-ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ, პირადად დაუკვეთა კლიმტს პორტრეტის შესრულება.აუქციონის სახლის ინფორმაციით, კლიმტმა პორტრეტი საკუთარ სტუდიაში დაუსრულებლად 1918 წელს დატოვა, რის შემდეგაც ის ლეიზერების ოჯახს გადაეცა. ოჯახმა ავსტრია 1930 წელს დატოვა, საკუთრების ნაწილი კი დაკარგა. 1925-დან 1960-იანი წლების შუალედში პორტრეტის კვალი იკარგება.აუქციონის სახლი ასევე განმარტავს, რომ დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, ჩამოერთვა თუ არა ებრაელი ლეიზერების ოჯახს ნახატი ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის შემდეგ. ამჟამინდელმა მფლობელებმა პორტრეტი, მათივე ინფორმაციით, სამგზის მემკვიდრეობით მიიღეს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვა “ვაშინგტონის პრინციპების” მიხედვით მოხდება - დოკუმენტის, რომელიც 1998 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩამორთმეული ნამუშევრების გაყიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების თავიდან არიდებისთვის დაიწერა.თავად The Im Kinksy აუქციონის შედეგებით კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ “ქალბატონი ლეიზერის პორტრეტი” თავის წინამორბედზე გაცილებით იაფად გაიყიდა - “ქალი მარაოთი”, კლიმტის უკანასკნელი შემოქმედება, ლონდონის Sotheby-ის აუქციონზე გასულ წელს €86 მილიონად გაიყიდა. 

საზოგადოება 1714113205

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს.პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.G&A ჯგუფი 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხორცპროდუქტებისა და თევზის იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანიას აგრეთვე გააჩნია თანამედროვე სამაცივრე საწყობები და შესაბამისად, საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სამაცივრე/სასაწყობე მომსახურებაცაა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საწარმოო ხაზის გაფართოება და მისი ახალი დანადგარებით აღჭურვა მოხდება, რაც წარმადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება 2024 წელსაც უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორი G&A ჯგუფი წლებია ოპერირებს საქართველოში და ლოჯისტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთობლივად, მათ შორის, ახალი მშრალი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა და არსებული საწარმოს გადაიარაღება. აღნიშნული პროექტის განხორიელების შემდეგ, კომპანია  შეძლებს საწარმოო ხაზის გაფართოებას და წარმადობის გაზრდას და ის ჯამურად 240-მდე ადამიანის დაასაქმებებს. სამომავლოდ, კომპანია კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს, რაც უფრო გააძლიერებს არამარტო კომპანიას, არამედ მნივნელოვან კონტრიბუციას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჯგუფს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“ ,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

ბიზნესი 1714112902