• Ƀ/$

საქართველოში 5G ინტერნეტის სტრატეგიის შემუშავება იწყება

30 მაისი 12:26 | ტექნოლოგიები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2019 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.   

გასულ წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,237 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი - ეს თანხა 1,220 მლნ ლარი იყო. ყოველწლიურად იმატებს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით,  პენეტრაცია  თითქმის 8 %-ით გაიზარდა და 73.6%-ს მიაღწია. 2018 წელს დაინერგა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა, ამასთან,  კომისიამ ახალ გამოწვევაზე, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე დაიწყო აქტიური მუშაობა. 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 8-ჯერ შეუმცირდათ. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე კი, ზედა ზღვრული ტარიფები დაწესდა, რომელიც მობილურ ქსელში - 3.5 თეთრიდან 0.75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან - 0.28 თეთრამდე შემცირდა. 


მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, 2019 წელს კომისიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებაა, რაც დარგის განვითარებისთვის აუცილებელია.  2019 წელს კომისიას კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება აქვს დაგეგმილი. 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე მთელი მსოფლიო აქტიურად მუშაობს და კომისია, სწორედ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან ერთად გეგმავს 5G ტექნოლოგიის დანერგვას.


5G ინტერნეტი ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ კორეაშია გაშვებული. თუმცა ის ასევე წარმატებით ფუქნქციონირებს ჩინეთისა და აშშ-ის რამდენიმე ქალაქში. თუმცა მისი სრული მასშტაბით გაშვება 2020 წლიდან დაიწყება. ტექნოლოგიამ ნივთების ინტერნეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს.


მსგავს თემაზე:

5G - მეტი ვიდრე მობილური ინტერნეტი 2020 წლიდან


ტრამპს 5G აღარ აკმაყოფილებს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი 6G ინტერნეტს ითხოვს


ჩინეთში თავის ტვინის ოპერაცია 5G ინტერნეტით 3000 კმ-ს მანძილიდან ჩატარდა


ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით


5G ინტერნეტი რეკორდს ინვესტიციების მოცულობითაც მოხსნის



სხვა სიახლეები