• Ƀ/$

ნათია თურნავა : ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს

7 ივნისი 13:06 | ეკონომიკა

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო არის დაიქნება სახელმწიფოსა და ეკონომიკის სამინისტრო სტარატეგიული პროექტი",- ამის შესახებ ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე დაასახელა ის მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პროეტმა მიიღო. კერძოდ მან აღნიშნა : 100 მლნ ლარის სუბორდინირებული სესხი სახელმწიფოსგან, 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები და  მოქნილი ვადები სამუშაოების დარულებისთვის.


მისივე თქმით, პროეტის დასრულების ვადები არა ერთხელ იქნა გადაწეული.


" ანაკლიის პორტის დასრულების პირველი ვადა შეთანმხებული იყო ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული.იმის შემდეგ პროექტის ხელმძღვანელობის თხოვნით რამდნეჯერმე გადავადდა და დღეს მათთან კვლავ ვიხლიავთ დაფინანსების მოძებნის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ ინვესტორს უკვე აპატია $11 მლნ-ის პირგასამტეხლო",- აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე განცხადებით სახელმმწიფო მხოლოდ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ განვიხილავს სხვა პორტების მშენებლობების საკითხს.


 


 


სხვა სიახლეები