• Ƀ/$

Huawei–ს WhatsApp და Instagram დაუბლოკეს

7 ივნისი 18:53 | ტექნოლოგიები

Facebook-მა საკუთარი აპლიკაციების ჩამოტვირთვის უფლება Huawei–ს მომხმარებლებს აუკრძალა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს.

საუბარია Facebook-ისა და Instagram–ის, ასევე WhatsAppის მესენჯერის მობილურ კლიენტებზე. ეს შეზღუდვა არ შეეხება უკვე მოხმარებაში არსებულ და გამოშვებულ მოდელებს. შეზღუდვა Huawei–ს მომავალ მოდელებზე გავრცელდება. აქვე აღნიშნულია, რომ მომხმარებლები დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად შეძლებენ აღნიშნული აპლიკაციების ჩამოტვირთვას.


აშშ–ის ვაჭრობის სამინისტრომ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei და მისი 70 ფილიალი შავ სიაში შეიყვანა. მოგვიანებით Huawei–სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს კომპანიებმა: Google, Intel, Qualcomm, Xilinx და Broadcom.


სხვა სიახლეები