• Ƀ/$

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილმა ახალი რეკორდი მოხსნა

10 ივნისი 19:16 | ტექნოლოგიები

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებამ წლებია რაც საშიში ტრენდის სახე მიიღო. მორიგი რეკორდი მაისში დაფიქსირდა, როდესაც მისმა წილმა მილიონიდან 414.83 ნაწილაკს მიაღწია.

შეშფოთების მიზეზი საკმარისზე მეტია, რადგან CO2-ის წილი უკვე არა ყოველწლიურად ყოველთვიურად იზრდება. ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებიდან დღემდე ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში 48%-ით, ბოლო 60 წელიწადში კი 31%-ით გაიზარდა. მისი ამჟამინდელი დონე ბოლო 5 მლნ წლის რეკორდია. 5 მლნ წლის წინ დედამიწაზე ჯერ კიდევ ადამიანის შორეული წინაპრები ცხოვრობდნენ.


ნახშირორჟანგის წილი კიდევ უფრო მეტად ზრდა გლობალურ დათბობას დააჩქარებს, რაც თავის მხრივ ყინულოვანი საფარის დნობასა და სანაპირო ქალაქების დატბორვას გამოიწვევს. ასობით მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწევს. გვალვა კი მილიონობით ჰექტარი მიწის გამოფიტვისა და საკვების დეფიციტის მიზეზი გახდება.


ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში პლანეტის საშუალო ტემპერატურა საუკუნის ბოლომდე 2 გრადუსით გაიზრდება, პესიმისტურის შემთხვევაში 6-ით. გამოსავალი ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე და განახლებად ენერგიაზე გადასვლაა.


მსგავს თემაზე:

დედამიწის დღე, პრობლემები, შედეგები და გამოსავალი


ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა


5G ინტერნეტი ეკოლოგიურ გარემოსაც გააუმჯობესებს



სხვა სიახლეები