• Ƀ/$

წინასწარი მონაცემებით ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა

13 ივნისი 11:58 | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარ-მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 14.2%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $4 959 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $1 466.8 მლნ იყო (14.2%-ით მეტი), ხოლო იმპორტი $3 492.3 მლნ (3.6%-ით ნაკლები).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში $2 025.5 მლნ. აშშ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.



     საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.


მსგავს თემაზე:

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 20.8%-ით გაიზარდა


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა



სხვა სიახლეები