• Ƀ/$

ბათუმში ტურისტების უსაფრთხოებას სამაშველო დრონიც დაიცავს

15 ივნისი 21:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მოეწყო სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა.

გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგანგებო სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო  და  შეკრებილ მაშველებს სიტყვით მიმართა


,,სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მზადყოფნა, ძალიან მახარებს თქვენი შემართება,  მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო მაშველი გოგონების მიმართ. ჩვენი ქალაქის განვითარება დგას თქვენს შემართებაზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევთ თავს ყველა იმ ამოცანას რომელიც თქვენს წინაშე დგას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაშველი დრონი, რომელსაც სამაშველო ოპერაციებისთვის წელს პირველად გამოიყენებენ. მოეწყო დრონით ადამიანის გადარჩენის სიმულაციაც. საჭიროების შემთხვევაში დრონი, რომელიც, სანაპიროდან, ან კატერიდან პულტით იმართება შტორმში მოყოლილ ადამიან მაშველ რგოლს 1 წუთზე ნაკლებ დროში მიაწვდის, რაც მის გადარჩენის შანსებს გაზრდის.


სამაშველო ღონისძიებებზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის სამი მაშველი დააჯილდოვეს, რომლებმაც გასულ წელს 350 ადამიანი გადაარჩინეს.


დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 20 ქალია. რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 50-ით გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია


Google Wing-მა ამანათების დრონით მიწოდება დაიწყო


ნასვამ მდგომარეობაში დრონის მართვა პატიმრობით დაისჯება



სხვა სიახლეები