• Ƀ/$

გენერატორი Snow-Teng ელექტროენერგიას თოვლისგან გამოიმუშავებს

19 ივნისი 14:43 | ტექნოლოგიები

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს Snow-Teng ტექონოლია, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის დაცემული ფიფქების ენერგიას იყენებს.

ფიფქები, მიუხედავად მათი პატარა ზომისა და წონისა (დაახლოებით 0.004 გ მასა დიამეტრით 5 მმ), ენერგიის წყაროებია.


ტექნოლოგიის ერთ-ერთი ავტორი ახალი გენერატორის მოქმედების სისტემას ასე განმარტავს:


„როდესაც თქვენ ხალიჩაზე აბიჯებთ, თქვენი სხეული ელექტროგაუმტარია. მაგრამ თუ თქვენ ეხებით რკინის კარის სახელურს, თქვენ ელექტროობის მიმართ მგრძნობიარე ხდებით. ჩვენ ახალ აპარატში მსგავსი მექანიზმი ჩავდეთ“.



მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი გამოგონების განვითარებული ვარიანტი შეძლებს გამოიმუშავოს საკმარისი ენერგია ელექტრომოწყობილობებისთვის და თოვლის სეზონზე  ჩაანაცვლოს მზის ენერგია, როცა ის დეფიციტურია.


 


მსგავს თემაზე:

მზის ელექტროსადგურები – 18 700%–იანი ზრდა და უფრო მეტი პერსპექტივა



სხვა სიახლეები