• Ƀ/$

ახალი რეკორდი - ლარის კურსი 2.81-ს გადასცდა

24 ივნისი 15:01 | ფინანსები

ლარმა ახალი კვირა ახალი რეკორდული გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულებამ 2.8125-ს მიაღწია.

წინა რეკორდი 31 მაისს დაფიქსირდა, მაშინ ოფიციალური კურსი 2.8023-ს შეადგენდა. ივნისის პირველ ნახევარში ლარი შედარებით გამყარდა და 13 ივნისს 2.7342-ზე ჩამოვიდა, 6 და 7 ივნისს ორჯერადი სავალუტო ინტერვენციის შედეგად სებმა ბრუნვიდან $30 მლნ-ც ამოიღო, მაგრამ გამყარება დიდხანს არ გაგრძელებულა. 24 ივნისის ოფიციალურმა კურსმა კი 2.7798-ს მიაღწია. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულმა ბანკმა 17 საათზე კურსი 2.8023-ის ზემოთ დააფიქსირა, გაუფასურების რეკორდი კიდევ ერთხელ ოფიციალურად მოიხსნება.


სხვა სიახლეები