#1 კრიპტოვალუტის ღირებულება ბოლო 24 საათში 5%-ით, ბოლო 1 კვირაში კი 23%-ით გაიზარდა. 60%-მდეა გაზრდილი მისი წილი ჯამურ კრიპტოკაპიტალიზაციაშიც.
ეთერიუმის ფასი $300-ს გადასცდა, რიპლის ფასი 47 ცენტი გახდა, ბიტკოინ ქეშის - $482. იმ ციფრული ვალუტების რაოდენობა რომელთა კაპიტალიზაციაც $1 მლრდ-ს აჭარბებს 19-მდეა გაზრდილი.
2017 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წელი იყო. $17 მლრდ-იანი კრიპტობაზარი 4800%-ით $830 მლრდ-მდე გაიზარდა, საკუთრივ ბიტკოინის ფასი 1900%-ით $1000-დან $20 000-მდე. სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ექსპერტები 2019 წელს ბაზრის გამოცოცხლებას და ფასების ხელახალ ზრდას ელიან, თუმცა იქნება თუ არა ეს 2017 წლის მასშტაბების ჯერ უცნობია.