• Ƀ/$

ლარის ახალი ანტირეკორდი - კურსმა 2.82-ს გადააჭარბა

25 ივნისი 12:09 | ფინანსები

ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, თბილისის დროით 12:00 სთ-ზე $1-ის ღირებულებამ 2.8250-ს მიაღწია.

24 ივნისის საღამოს ეროვნულმა ბანკმა 25 ივნისის ოფიციალურ კურსად 2.7945 განსაზღვრა, თუმცა იმ დროისთვის Bloomberg-ის კურსი 2.8100-ს შეადგენდა.


3.20-იანი კურსით მიმდინარე წლის რეკორდს ხსნის ევრო და უახლოვდება აბსოლუტურ რეკორდს 3.24-ს.


ივნისის პირველ ნახევარში ლარი შედარებით გამყარდა და 13 ივნისს 2.7342-ზე ჩამოვიდა, 6 და 7 ივნისს ორჯერადი სავალუტო ინტერვენციის შედეგად სებმა ბრუნვიდან $30 მლნ-ც ამოიღო, მაგრამ გამყარება დიდხანს არ გაგრძელებულა.


სხვა სიახლეები