• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

25 ივნისი 13:27 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 25 ივნისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 120 980 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.920 პროცენტით, მაქსიმალური 7.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.948 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


მსგავს თემაზე:

ლარის ახალი ანტირეკორდი - კურსმა 2.82-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები