• Ƀ/$

ექსპერტი: რაც სავალუტო ბაზარზე ხდება მოლოდინებთანაა დაკავსირებული

27 ივნისი 15:07 | ფინანსები

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით მორიგ სტატუსს აქვეყნებს, პროცესში ფუნდამენტურ ფაქტორებს გამორიცხავს და ტენდენციას მოლოდინებით ხსნის.

ასეთ მოკლე დროში კურსის ვარდნას კავშირი რაიმე ფუნდამენტურ ფაქტორებთან და მით უმეტეს ეკონომიკურ პროცესებთან არა აქვს!

ლარის კურსის გაუფასურება დაიწყო არა 20-21 რიცხვებში, არამედ ორ-სამ დღეში, კერძოდ, 25 ივნისს, როდესაც ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ოფიციალური გაცვლითი კურსის გუშინ 2.7798 დან 2.847 ნიშნულამდე, ხოლო დღეს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 2,87 ნიშნულამდე გაუფასურდა;

რაც სავალუტო ბაზარზე ხდება არის სწორედ ტურისტულ შეზღუდვებთან დაკავშირებული მოლოდინების მაჩვენებელი, როდესაც ფიზიკური და განსაკუთრებით იურიდიული პირები, სჭირდებათ დღეს თუ არა, იწყებენ ვალუტის შესყიდვებს, და ეს პირველ რიგში მსხვილ იმპორტიორებს ეხებათ და ნაკლებ მოსახლეობას, ასეთ მოკლე დროში ვალუტის ვარდნა მხოლოდ ექსტრალეგალურ სიტუაციებში ხდება და ნაკლებად წმინდა ეკონომიკური ფაქტორების შედეგად.

მართალია, პირველ კვარტალში შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ გასული წკლის ანალოგიურ ოპერიოხდთან შედარებით კლება არის 6. 3 %, რაც თანხობრიბად 18 მლნ აშშ დოლარის ტოლია, სამაგიეროდ, ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სხვა ფუნდამენტური ანუ გრძელვადიანი ზემოქმედების ფაქტორები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, გაუმჯობესებულია, პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებელი 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) არის გაუმჯობესებული!

გუშინაც ვწერდი და კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ პირველი ხუთი თვის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $1 466.8 მლნ–ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%–ით მეტია, ხოლო იმპორტი $3 492.3 მლნ–ს (3.6%–ით ნაკლები), რაც აჩვენებს წმინდა ექსპორტის, ანუ ექსპორტის ზრდით იმპორტის ზრდის გადაფარვის დადებით ხასიათს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, იანვარ-მაისში, $2 025.5 მლნ შეადგინა, რაცსაგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია,რაც ბოლო წლებში ისტორიულ მინიმუმზეა,და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (47.7 %), შემცირებულია მთელი 7%-ით, ხოლო თანხობრივად $314 მლნ–ით($2.339.7 მლრდ), ანუ წელს, გასულ 2018 წელთან შედარებით, ქვეყნიდან $314 მლნ-ით ნაკლები ვალუტა გავიდა, და სხვა დადებით ფაქტორებს,ფულადი გაზვნილების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილ მოცულობებს, რომ თავი დავანებოთ, ეყოფა წმინდა უცხოური ინვესტიციების კლებით გამოწვეული დანაკლისის დასაბალანსებლად!

აი, ეს არის რეალობა, სხვა დანარჩენი ემოციაა მხოლოდ, რაც შეეხება ეროვნულო ბანკს, ის რაც ქვეყანაში ხდება და რაც 20-21 ივნისს დაიწყო, ამ ტიპის დესტაბილიზაციის სცენარს სებ-ი უბრალოდ ვერ გათვლიდა, ვერანაიირი სიმულაციური მოდელით, ამიტომ წინა პერიოდებში დოლარის ინტერვენციებში ანუ ბაზრიდან დოლარის ამოღებაში ახლა მისი დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია.

მართალია, ჯობია ბაზარზე წარმოქმნილი შოკები თავად კურსმა გაიწოვოს, თუმცა მიმაჩნია, რომ მაღალი აჟიოტაჟის დასაცხრობად თუ საჭირო გახდა არც უცხოური ვალუტის ბაზარზე მიწოდებაზე უნდა ითქვას გადაჭრით უარი!

ამიტომ, კარგი იქნება თუ სებ-ი უფრო აქტიურ დილოგის რეჟიმში შევა საზიგადოებასთან და ბიზნესთან, კობა გვენეტაძის დღევანდელი კომენტარები მხოლოდ მისასალმებელია.

ამიტომაც აქვს პოლიტიკურ არასტაბილურობას და მით უმეტეს კრიზისულ სიტუაციებს მაღალი ფასი გადასახდელი!


სხვა სიახლეები