• Ƀ/$

ლარის ახალი გაჩერება - კურსი 2.8850-ზეა

27 ივნისი 15:25 | ფინანსები

ლარი ისევ ვარდება და ყოველდღიურად გაუფასურების ახალ რეკორდს ხსნის. თბილისის დროით 15:00 სთ-ზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსმა დოლართან მიმართებაში 2.8850-ს მიაღწია. 

27 ივნისის ოფიციალური კურსი 2.8470-ს შეადგენს. ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში კი დოლარის ფასი 2.90-ს აღწევს.


კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და ის ძირითადად რუსეთთან დაკავშირებული უარყოფითი მოლოდინებით ახსნა. სებისავე განმარტებით კურსის სამომავლო პროგნოზირება რთულია.


3.26-ზეა ევროც, რაც ასევე აბსოლუტური რეკორდია.


მხოლოდ დღეს ლარი 1.3%-ით გაუფასურდა, იანვირის შემდეგ 7.5%-ით, ბოლო 6 წელიწადში 72%-ით, 2008 წლის შემდეგ კი 105%-ით. 11 წლის წინ დოლარი 1.40 ლარი ღირდა.


გაუფასურებაში პანიკისა და მოლოდინების ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლოა შემდეგ დღეებში ლარი მცირედით გამყარდეს, თუმცა უახლოეს მომავალში თუნდაც 2 კვირის წინანდელი წინანდელი ბალანსის აღდგენა - 2.75 ნაკლებად სავარაუდოა.


 


მსგავს თემაზე:

იპოთეკური დაკრედიტების წესი შესაძლოა შეიცვალოს



სხვა სიახლეები