• Ƀ/$

ლარმა ძირითადი ვალუტების უმრავლესობასთან გაუფასურების აბსოლუტური რეკორდი მოხსნა

27 ივნისი 19:06 | ფინანსები

ეროვნული ბანკი ყოველ სამუშაო დღეს ლარის ოფიციალურ კურსს 43 უცხოურ ვალუტასთან ადგენს. 27 ივნისს ლარი 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა, მათგან 42-ის შემთხვევაში წლის მინიმუმზეა.

წლის დასაწყისიდან დღემდე ძირითადი ვალუტების უმრავლესობასთან: დოლარი, ევრო, ფუნტი 7-7.7 პროცენტის ფარგლებში გაუფასრდა, თუმცა ვარდნის მასშტაბმა იაპონურ იენთან, კანადურ დოლართან, ისრაელის შეკელთან და უკრაინულ გრივნასთან 10%-ს გადააჭარბა. იანვრიდან დღემდე ლარი 1.3%-ით მხოლოდ თურქულ ლირასთან გამყარდა, რაც ამ სახელმწოს შიდა და გარე პრობლემებით შეიზლება აიხსნას. ყველაზე მკვეთრად 19%-ით ლარი რუბლთან მიმართებაში გაუფასურდა, რაც ნაწილობრივ რუბლის გამყარებითაც არის გამოწვეული. 1-ელ იანვარს დოლარი 69 რუბლი ღირდა, დღეს კი ფასი 63 რუბლია.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლარი ძირითადი ვალუტების უმრავლესობასთან არათუ წლის, არამედ აბსოლუტურ მინიმუმზეა. დოლართან მიმართებაში ლარმა წელს რეკორდი უკვე მეოთხედ მოხსნა, ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან დღემდე ლარი დოლართან 121%-ით გაუფასურდა, ბოლო 11 წელიწადში 105%-ით. 1995 წელს დოლარი 1.30 ლარი ღირდა, 2008 წელს 1.40.


დოლარის გარდა აბსოლუტური რეკორდი მოხსნილია ევროსთან მიმართებაშიც. წინა რეკორდი 3.2440 – 2017 წელს დაფიქსირდა, დღეს კურსი 3.2758-ა.


შვეიცარიული ფრანკის ფასი 2.9469-ს შეადგენს, რაც გასული წლის რეკორდზე 17 თეთრით მეტია.


რეკორდი დამობილია იაპონურ იენთან მიმართებაშიც. 100 იაპონური იენის ფასი 2.6703-ს შეადგენს, რაც წინა რეკორდზე 23 თეთრით მეტია.


მსგავს თემაზე:

ეროვნული ბანკის განცხადება



სხვა სიახლეები