• Ƀ/$

მაისში სურსათზე ფასები 8.4%-ით გაიზარდა

28 ივნისი 16:14 | ფინანსები

წლიური ინფლაციის განაკვეთმა 2019 წლის მაისში 4.7% შეადგინა ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5%-ით გაიზარდა.

წლიურ გამოხატულებაში, მაისში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება წლის დასაწყისში სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდისა და, შედეგად, სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა. იმპორტირებული და ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტი, შესაბამისად, 30 და 31 პროცენტით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტი 104 პროცენტით გაძვირდა. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 1.3 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.


მაისში სურსათის ინფლაციამ 8.4 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტული პუნქტი იყო. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაძვირდა და, შესაბამისად, მაისში წლიურად 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.5 პ.პ შეადგინა. მნიშვნელოვანი იყო კარტოფილის, ძროხის ხორცის და ყველის გაძვირება. ამ პროდუქტების წვლილი წლიურ ინფლაციაში ჯამურად 1.1 პ.პ-ით განისაზღვრა. საპირისპიროდ, წლიურად მნიშვნელოვნად გაიაფებული იყო ვაშლი (36 პროცენტით და -0.4 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი ინფლაციაში).


მსგავს თემაზე:

მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა


ლარმა გამყარება დაიწყო



სხვა სიახლეები