• Ƀ/$

ლიბერთის ახალი და შეღავათიანი პროდუქტი ტაქსის მძღოლებისთვის

2 ივლისი 11:33 | კომპანიები

ლიბერთი ბანკი ტაქსის მძღოლებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის შექმნილ, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამას.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ ის მძღოლები, რომლებსაც A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურთ, მაგრამ მათი ავტომობილის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ლიცენზიის მოთხოვნებს.

ლიბერთის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ იმ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა ან არსებულის განახლება სურთ.


სხვა სიახლეები