• Ƀ/$

BMW-ს ელექტრომანქანისთვის ხმა ჰანს ციმერმა დაწერა

2 ივლისი 14:46 | კომპანიები

BMW-ს ელექტრომანქანის Vision M NEXT-ის მოძრაობის დროს საჭირო ხმაურის საუნდი ჰანს ციმერმა დაწერა

2019 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ელექტრო ავტომობილს მოძრაობის დროს გარკვეული ხმაური უნდა ჰქონდეს.


ელექტრული ძრავზე მომუშავე მანქანები თითქმის უხმაოუროდ მოძრაობენ, რის გამოც ავარიაების რაოდენობაში მათი რიცხვი გაიზარდა.


გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ 2023 წლისთვის ელექტრომანქანების რამდენიმე პროტოტიპის გამოშვება დააანონსა. მათ შორის არის ელექტრო ველოსიპედი Motorrad Vision DC Roadster და კონცეპტუალური მანქანა BMW Vision M NEXT. მისთვის ხმა სპეციალურად ცნობილმა კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა დაწერა. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან სწორედ ის არის ფილმის "Blade Runner 2049" მუსიკის ავტორი.


მსგავს თემაზე:

BMW-მ ახალი თაობის ელექტრული ქროსოვერის Vision iNEXT კონცეფცია წარმოადგინა


BMW-ის ჰიბრიდები დაბინძურებულ ქალაქებში საწვავის ძრავს ავტომატურად გამორთავენ



სხვა სიახლეები