• Ƀ/$

BMW-მ და ჩინეთის ონლაინ თამაშების გიგანტმა გარიგება დადეს

22 ივლისი 12:38 | კომპანიები

გერმანული ავტომწარმოებელი BMW და ჩინეთის ონლაინ თამაშების გიგანტი Tencent Holdings თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გარიგების თანახმად ჩინეთში გაიხსნება კომპიუტერული ცენტრი, რომელიც BMW-ის უპილოტო ავტომობილებისთვის ოპერაციული უზრუნველყოფის სისტემების დახვეწაზე იმუშავებს. 


ცენტრის მიზანი მანქანებისთვის სრულად ავტომატური რეჟიმის შექმნა იქნება.


კომპანიები შეთანხმების დეტალებს არ ასაჯაროვებენ, თუმცა, გარიგების შესახებ ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ ცენტრი ქალაქ ტიანჯინში აშენდება.


სხვა სიახლეები