• Ƀ/$

Facebook პედოფილიის სკანდალში გაეხვა

24 ივლისი 16:01 | კომპანიები

Facebook-ის საბავშვო მესენჯერიდან ათასობით ბავშვის მონაცემები ზრდასრულების ჯგუფურ ჩატებში აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ბავშვების მონაცემები ზრდასრულთა ჩატებში აღმოჩნდა, კომპანიამ მშობლებს წერილი გაუგზავნა, რომლითაც მათ შვილების კონფიდენციალურობისთვის საფრთხის არსებობა აუწყა.


"დღემშვიდობისა (მშობლებო) ჩვენ აღმოვაჩინეთ ტექნიკური შეცდომა, რომლის გამოც თქვენი ბავშვების მონაცემები ზრდასრულთა ჯგუფურ ჩატებში აღმოჩნდა. გვინდა გაცნობოთ, რომ ყველა ჩატიდან მათი მონაცემები წაშლილია და ეს მომავალში აღარ განმეორდება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები საბავშვო მესენჯერის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ ",- ნათქვამია  წერილში.


Facebook- მა წერილების ნამდვილობა დაადასტურა და დასძინა, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. თუმცა, უცნობია რა პერიოდით იყო ბავშვების მონაცემები დიდების ჩატებში.


Messenger Kids, რომელიც Facebook Messenger- ის დამოუკიდებელი ვერსიაა, ქსელში 2017 წელს გამოჩნდა.  კომპანიამ ის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნა, რათა ბავშვები საფრთხისშემცველი კონტენტისგან დაეცვა. მისი საშუალებით მშობლებს შეუძლიათ აკონტროლონ თუ ვის ეკონტაქტება ბავშვი. აღნიშნული აპლიკაცია არ შეიცავს რეკლამებსა და საეჭვო სახის კონტენტს.


Messenger Kids -ში 13 წლამდე ასაკის ბავშვები რეგისტრირდებაიან - ეს არის Facebook- ზე ავტორიზაციის მინიმალური ასაკი.


სხვა სიახლეები