• Ƀ/$

ხელოვნურმა ინტელექტმა ონლაინ პოკერში მსოფლიო ჩემპიონებს მოუგო

29 ივლისი 16:58 | ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის ახალმა სახეობამ "პლურიბუსმა" ონლაინ პოკერში აბსოლუტური ჩემპიონობა მოიპოვა.

ის სოციალური ქსელი Facebook-ისა და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარებმა შექმნეს. "პლურიბუსმა" ამ თამაშში 12-ივე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს მოუგო. მან ბლეფი ადამიანებზე უკეთ შეისწავლა.


პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი და ავტორი ნოამ ბრაუნი ახალ გამოგონებას "ზეადამიანს" უწოდებს. მისი თქმით ადამიანები "პლურიბუსის" დამარცხებას ვერასდროს შეძლებენ.


ხელოვნური ინტელექტი წინასწარ განსაზღვრავს ოპონენტების ქმედებებს და შესაძლო შედეგებს აანალიზებს. შემდეგ კი მოვლენების საუკეთესო კომბინაციას ირჩევს. "პლურიბუსი" ღიად, ცინიკურად და უკიდურესად წარმატებით აყალბებს სტრატეგიას ცოცხალი კონკურენტების წინააღმდეგ, მისი ტაქტიკა კი ყოველთვის ამართლებს.


სხვა სიახლეები