• Ƀ/$

998 გრამიანი ლეპტოპი Acer-ისგან

4 აგვისტო 14:10 | ტექნოლოგიები

კვანტურ კომპიუტერზე გადასვლამდე ციფრული ინდუსტრიის ამ მიმართულებით რაიმე რევოლუციური სიახლე აღარაა მოსალდნელი, რის გამოც მწარმოებლები უკვე არსებული ტექნოლოგიის დახვეწასა და კომპაქტურობის გაზრდას ცდილობენ. 

ლეპტოპის ხარისხი სამაგადიო კომპიუტერის მსგავსად რამდენიმე პარამეტრით განისაზღვრება, თუმცა პარამეტრების რაოდენობა გაზრდილია. მონაცემებს: პროცესორის ტიპი და სიხშირე, ოპერატიული და ძირითადი მეხსიერება, ვიდეო ბარათი, წონა და მოცულობაც ემატება, რაც მართალია დესკტოპ ტიპის კომპიუტერშიც მნიშვნელოვანია, მაგრამ შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა.


ბიუჯეტური კლასის ლეპტოპების კორპუსი როგორც წესი პლაპტმასისაა, პრემიუმ კლასში კი ალუმინი დომინირებს რაც მოწყობილობას ფასთან ერთად წონასაც მატებს.


15 ინჩიანი მაკბუქის მასა 1.83 კგ-ა, ამდენივეს იწონის დაახლეობით ASUS-ის 4K გარჩევადობის 15.6 ინჩიანი ზენბუქი, იმავე ფირმის 14 ინჩიანი FULL HD ზენბუქი კი 1.17 კგ-ს. Acer-ის ახალ ლეპტოპს სიმძლავრის ან ეკრანის გარჩევადობის რეკორდის მოხსნის პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ თავის კლასში უდაოდ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი მოდელი მხოლოდ 0.998 კგ.


მართალია ლეპტოპის სხვა მონაცემები სარეკორდო არაა, მაგრამ მაინც უფრო მეტია ვიდრე სტანდარტული საშუალო, კერძოდ: პროცესორი i7, ოპერატიული მეხსიერება - 16 GB, ძირითადი SSD ტიპის მეხსიერება 512 GB, ეკრანის გარჩევადობა 1920X1080. ლეპტპის ფასი 1000 დოლარია.


მსგავს თემაზე:

ახალი i9 პროცესორის მქონე MacBook Pro $6700 ეღირება


კვანტური კომპიუტერი - შესაძლელბლობების სრულიად ახალი ზღვარი


Asus-ის ახალ i9 პროცესორიან ZenBook-ს 4K გარჩევადობის 2 ეკრანი ექნება



სხვა სიახლეები