• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ისესხა

6 აგვისტო 13:16 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 6 აგვისტოს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 113 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.590 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.558 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები