• Ƀ/$

თბილისის უბნების ნაწილს 14 აგვისტოს ელექტრომამარაგება შეეზღუდება

13 აგვისტო 19:33 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 14 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კონკრეტული უბნების ჩამონათვალს და დეტალურ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

დიდუბის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ნაძალადევის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, უცნობ გმირთა, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.


ჩუღურეთის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ივანე ჯავახიშვილის,  ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


საბურთალოს რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის,  სოფელი დიღმის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის   მაცხოვრებლებს.


სამგორის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


ისნის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიყეს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და იოზეფ პილსუდსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.


გლდანის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ქერჩის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.


მთაწმინდის რაიონი


გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მაცხოვრებლებს.


სხვა სიახლეები