• Ƀ/$

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

16 აგვისტო 11:10 | ეკონომიკა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.

ამ დროისათვფის უკვე დასრულდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.


გარდა შემოვლითი გზის მშენებლობისა, ფონდი ბაკურიანში კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზისა და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები, შემოვლით გზასთან მრავალსართულიანი  ავტოსადგომის მოწყობა, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ურბანული განახლებისა და რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ჯამში, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 55 მილიონი ლარის სამუშაოებს აწარმოებს.


მსგავს თემაზე:

ბაკურიანში 3 ახალ საბაგიროს დოპელმაიერი ააშენებს


ბაკურიანში ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა აღდგება



სხვა სიახლეები