• Ƀ/$

საექსპორტო პროდუქციაში ნედლეული და რეექსპორტი დომინირებს

19 აგვისტო 12:06, 2019 წელი | ეკონომიკა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-ივლისში 0.2%-ით $7.065 მლრდ-მდე შემცირდა. 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით $2.102 მლდ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.7%-ით $4.963 მლრდ-მდე შემცირდა. 

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე უმნიშვნელოდ - 1.6%-ით $1.312 მლრდ-მდე გაიზარდა. ჯამური ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $473 მლნ-ით $2.861 მლრდ-მდე შემცირდა, რაც სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ს შეადგენს.


2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში $504 მლნ-ს ექსპორტი განხორციელდა რაც 20.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24%-ს შეადგენს. იმპორტის მოცულობა კი 12.6%-ით $1.281 მლრდ-მდე შემცირდა.


2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში $1.106 მლრდ-ს ექსპორტი და $1.303 მლრდ-ს იმპორტი განხორციელდა. ექსპორტის ზრდამ 26.6%, ხოლო იმპორტის კლებამ 14.3% შეადგინა.


რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, ყველაზე მეტი $304 მლნ-ს ექსპორტი რუსეთში გავიდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 26.1%-ით აღემატება. გარდა ამისა თუ შარშან იანვარ-ივლისში რუსეთის წილი ექსპორტში 12.9%-ს შეადგენდა, 2019 წელს ის 14.5%-მდე გაიზარდა. ექსპორტში მეორე-მესამე ადგილს შესაბამისად 266 და 181 მლნ დოლარით აზერბაიჯანი და სომხეთი ინაწილებენ. ყველაზე მეტად 232%-ით $127 მლნ-მდე ექსპორტი რუმინეთში გაიზარდა, მაგრამ ამავე პერიოდში, 21.7%-იანი კლება აღინიშნა თურქეთში, 24.2%-იანი კლება აშშ-ში და 37.4%-იანი კლება თურქეთში. თუ გასულ წელს ამ სამ სახელმწიფოზე ექსპორტის წილის 20% მოდიოდა, წელს ის 13%-მდეა შემცირებული.


იმპორტში უცვლელ პირველ ადგილს $865 მლნ-ით თურქეთი ინარჩუნებს, მას $501 მლნ-ით ჩინეთი და $486 მლნ-ით რუსეთი მოდევს.


10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან 7-თან საქართველოს უარყოფითი ბალანსი გააჩნია.



TOP 10 საექსპორტო პროდუქციაში ნედლეული და რეექსპორტი დომინირებს. მათგან პირველი სამეული ასეთია: სპილენძის მადნები, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები.


საიმპორტო პროდუქტის პირველ სამეულში კი ნავთობი, სპილენძის მადნები და მსუბუქი ავტომობილები შედის.


მსგავს თემაზე:

ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა



სხვა სიახლეები