• Ƀ/$

ნაზარბაევი ეკონომიკის რეალურ სექტორში "ხელოვნური გადარჩევის" ინიციატივით გამოდის

21 აგვისტო 15:18 | ეკონომიკა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის რეალური სექტორის გაჯანსაღებისთვის საჭიროა ღარიბი კომპანიების გაკოტრება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ყაზინფორმი“ ავრცელებს.


ყაზახეთის მმართველი პარტიის „ნურ ოტან“ პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ნაზარბაევი ეკონომიკის რეალურ სექტორში წესრიგის დამყარება მოითხოვა.


„ჩვენ, შენს მოსვლამდე (მიმართა დოსაევს), ვიმუშავეთ ფინანსური სექტორის გაწმენდაზე, დავხარჯეთ ფული. თუ რეალურ სექტორში არ დამყარდება წესრიგი, წლების შემდეგ იგივეს მივიღებთ, რაც შარშან გვქონდა. მეთანხმები? მაგრამ, თუ კრედიტის მიმღები ღარიბი კომპანიაა, რომელიც ვალს ვეღარ აბრუნებს, რა საჭიროა ასეთი კომპანიის შენახვა? უნდა გავაკოტროთ. ჩვენ გვეშინია ბანკროტის – მაგრამ ამაში საშინელი არაფერია“, – განაცხადა ნაზარბაევმა.


მაგალითისათვის მან აშშ მოიყვანა, სადაც ყოველ წელს უამრავი კომპანია კოტრდება.


სხვა სიახლეები