• Ƀ/$

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

23 აგვისტო 12:36 | ეკონომიკა

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ავიაკომპანიამ უკვე დაანონსა ქუთაისიდან ნიცას მიმართულებით ფრენების დაწყება და მილანის მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდა. ახალი მიმართულებებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე, მათი ფასი 77.99 ლარიდან/24.99 ევროდან იწყება.


Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის, მეოთხე და მეხუთე ბაზირებული თვითმფრინავის განთავსებისა და 12 ახალი მიმართულების დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ, Wizz Air განაგრძობს მასშტაბურ გაფართოებას საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის ივლისში ქუთაისიდან მომხმარებლებს კიდევ ორ ახალ მიმართულებას სთავაზობს.



Wizz Air კიდევ ერთ ქუთაისი-ნიცას მიმართულებას 2019 წლის 12 დეკემბრიდან იწყებს, ხოლო ქუთაისი-მილანის მიმართულებით სიხშირის კვირაში 4-მდე ზრდას კი 2019 წლის ნოემბრიდან გეგმავს.


ორ ახალ მიმართულებასთან ერთად უკვე WIZZ ქუთაისიდან 19 ქვეყანაში რეისებს 41 მიმართულებით ახორციელებს.


Wizz Air-ის 2 ახალი მიმართულება  დამატებით 94 ათას, საერთო ჯამში კი 1,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისცემს მოგზაურობის საშუალებას.


Wizz Air-ის შესახებ


Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. 


მსგავს თემაზე:

Ryanair-ით თბილისიდან ფრენების ფასი €20-დან დაიწყება



სხვა სიახლეები