• Ƀ/$

საქართველო მზად არის მოლდოვასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტებისთვის

23 აგვისტო 13:28 | ეკონომიკა

საქართველოს ელჩმა მოლდოვაში მერაბ ანთაძემ ქვეყის ეკონომიკის მინისტრთან ვადიმ ბრინზანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მოლდოვასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური სააგენტო Noi.md ავრცელებს.


მოლდოვის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი საკითხი საქართველო–მოლდოვას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იყო. ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაციის, ექსპორტის წახალისებისა და ინვესტიციების მოზიდვის გაზიარების მიმართულებებით  საქართველოს გამოცდილების გაზიარების საკითხი.


ორმხრივ შეხვედრაზე ვადიმ ბრინზანმა თქვა, რომ იგი აღტაცებულია საქართველოს ბოლოდროინდელი მიღწევებით, განსაკუთრებით ტურიზმის ზრდით. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს სასწავლი საქართველოსგან. ჩემი სურვილია, მოლდოვა კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს ტურისტებისთვის. ჩვენ ლამაზი ხალხი გვყავს, ადგილებიც გვაქვს კარგი, მაგრამ აუცილებელია ეფექტიანი პოლიტიკის წარმოება, თანამედროვე და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენი საგარეო პარტნიორების მხარდაჭერა დინამიურ ზრდაში დაგვეხმარება“, – აღნიშნა ვადიმ ბრინზანმა.


მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ საქართველო ღიაა მოლდოვასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად და ასევე მხარი დაუჭიროს მოლდოვას ეკონომიკის განვითარების საკვანძო სტრატეგიის შემუშავებაში.


ოფიციალურმა პირებმა საქართველო–მოლდოვას მეორე სამთავრობოთაშირისო კომისიის სხდომის ორგანიზების მნივშნელობა აღნიშნეს, რომელიც შემოდგომაზე კიშინოვში გაიმართება. კომისიის სხდომაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.


დღეისათვის მოლდოვაში ქართული კაპიტალის მონაწილეობით 38 კომპანია მუშაობს.


სხვა სიახლეები