• Ƀ/$

საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

23 აგვისტო 14:11 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.


უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე.


შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წლის დინამიკაც მიანიშნებს, რომ 2019 წელი სავაჭრო ურთიერთობებში განსაკუთრებით პოზიტიური იქნება.


ხაზი გაესვა ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.


მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სექტორული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში.


სხვა სიახლეები