(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.02%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 29.35 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 341.81 მლნ ლარით (2.76%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.77 მლნ ლარით (1.91%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.31%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.88 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.69%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.59 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.04%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.82%-ით მეტი).
2019 წლის ივლისის განმავლობაში 1.44%-ით, ანუ 214.34 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 15.11 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.37% შეადგინა. 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.20%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.75%-ული პუნქტით).