ამის შესახებ ოთხშაბათს, 28 აგვისტოს სააგენტო dpa-ს გერმანიის გლეხთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტმა ვერნერ შვარცმა განუცხადა.
„რუსეთის ბაზრის დაკარგვა საკმაოდ საგრძნობი იყო გერმანიის სოფლის მეურნეობისთვის“, – აღნიშნა მან. თუმცა, დროთა განმავლობაში და კოლოსალური შრომის ფასად გერმანელმა ფერმერებმა ახალ ბაზარზე შეღწევა შეძლეს და ეს არის აზიის ბაზარი. „დღეს ჩინეთი, ჰონკონგის ჩათვლით, იგივე მნიშვნელობისაა ჩვენთვის, რაც მანამდე რუსეთი იყო“, – აღნიშნა შვარცმა და დასძინა, რომ ახალ ბაზარზე წელიწადში დაახლოებით 2 მლრდ ევროს პროდუქცია შეაქვთ.
გერმანიიდან აზიის ბაზარზე ძირითადად ღორის ხორცი, რძის პროდუქტები და მარცვლეული კულტურები გააქვთ.