• Ƀ/$

კობა გვენეტაძე ლარის კურსზე : მცურავი კურსის პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია პროგნოზირება

28 აგვისტო 15:18, 2019 წელი | ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის განცხადებით, გაცვლითი კურსის პირობებში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ლარის კურსის მოსალოდნელ პროგნოზზე კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი რაგბის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტის წარდგენის შემდეგ გააკეთა.


"გაცვლითი კურსის პირობებში აბსოლუტურად სეუძლებელია პროგნოზირება. ჩვენ გავაკეთეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მოგეხსენაბთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შექიმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა ვიდრე სხვა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, რამაც გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაშიც კი, მიმდინარე ანგარიში, რომელიც არის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ლარის კურსისა, იქნება იმაზე უფრო უკეთესი ვიდრე ჩვენ ამას ადრე ვპროგნოზირებდით",- განაცხადა კობა გვენეტაძემ


მისივე თქმით, 4 სექტემბერს შედგება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელზეც ეროვნული ბანკი ლარის კურსის თემაზე იმსჯელებს, შემდეგ კი საზოგადოებას მის მოსაზრებებს წარუდგენს.


სხვა სიახლეები