ფესტივალში მონაწილეობას იღებს 10-ზე მეტი უცხოელი და ქართველი გამომსვლელი, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა, Google, ADOBE და სხვა.
ფესტივალზე მონაწილე უცხოელი სპიკერები დადებით ემოციას გამოხატავენ საქართველოს მიმართ და მოხარულები არიან, რომ Devfest-ს სწორედ სწორედ აქ ესწრებიან.
„მოხარული ვარ, რომ ვარ დღეს აქ. ყველა ქვეყანა განსხვავებულია და მათ შორის საქართველო გამოირჩევა მეგობრულობით. მიხარია, რომ შევხვდი GDG-ის საორგანიზაციო ჯგუფს და დეველოპერებს. მომეცა საშუალება მხარი დავუჭირო მათ“, - ამბობს მარია ენსინარი, დეველოპერთა ურთიერთობის სპეციალისტი google-ში.
წელს ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდა, დაემატა კიდევ ერთი სივრცე და სულ ტექნოპარკში განთავსებულია 3 არეა: TechTalks, CodeLabs, Community Area. პირველი სივრცე ეთმობა სპიკერებს, მეორე სივრცე განკუთვნილია Codelabs- ისთვის, ხოლო მესამე სივრცე წელს პირველად გაიხსნა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ პირისპირ გაესაუბრონ სპიკერებს, დაუსვან კითხვები და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
DevFest ანუ დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემოდგომის პერიოდში იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.