• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

10 სექტემბერი 13:44 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 10 სექტემბერს 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  110 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.150 პროცენტით, მაქსიმალური 7.510 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.414 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


იმავე დღეს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 74 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით,  მაქსიმალური 7.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.021 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები