• Ƀ/$

2019 წლის 15 იანვრამდე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმები გაუქმდა

18 სექტემბერი 16:37 | ეკონომიკა

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად მოქალაქეების დიდი ნაწილს 2019 წლის 15 იანვრამდე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმები გაუუქმდა. 

„საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის (გარდა ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისა) დაკისრებული არა მხოლოდ ფულადი ჯარიმისგან, არამედ მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავისაგან სრულად გათავისუფლებას“, - განაცხადა იურიდიულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


მისივე განმარტებით, კანონით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება შემდეგი კატეგორიის პირებზე: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირზე, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერ პირებზე; ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე  და დევნილებზე.


კანონით გათვალისწინებული შეღავათი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნებისთანავე.


მსგავს თემაზე:

დასრულებულ შენობებს ერჯერადი ამნისტია შეეხება


სემეკმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დააჯარიმა



სხვა სიახლეები